"ლივერპულის" კაპიტანი ვირჯილ ვან დაიკი BBCSport-თან საუბარში საჯაროდ გამოეხმაურა მისი თანაგუნდელის მოჰამედ სალაჰის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ნიდერლანდელის თქმით, სალაჰი კვლავ რჩება გუნდის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად და მისთვის, როგორც კაპიტნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი გვერდით ყოფნა.
"მო კვლავ ლიდერია და ჩემთვის, როგორც კაპიტნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გვერდით მყავდეს. მისი ყოფნა მოედანზე გუნდს სარგებელს აძლევს. ის გუნდს ყოველთვის გოლებზე გაცილებით მეტ სარგებელს აძლევს.
ცხადია, ამჟამად დიდი ფოკუსია მის გოლებზე, რადგან მან სტანდარტი ძალიან მაღლა დააყენა. ამიტომ, როცა ისე ხშირად აღარ გააქვს, როგორც ყველას სჩვევია, კრიტიკა მაშინვე ჩნდება და ვფიქრობ ეს ყველაფერი მიუღებელია", - განაცხადა ვან დაიკმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდია მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მოჰამედ სალაჰი "ლივერპულს" ზაფხულში დატოვებს და კარიერას დიდი ალბათობით საუდის არაბეთში გააგრძელებს. ეგვიპტელი "მერსესაიდული" კლუუბის ღირსებას 2017 წლიდან იცავს.







