დღეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრები გაიმართება, სადაც ხვიჩა კვარაცელია და "პარი სენ-ჟერმენი" სტუმრად "მონაკოს" დაუპირისპირდებიან.
მატჩამდე ცნობილმა ფრანგულმა გამოცემებმა Le Parisien-მა და L’Equipe-მა პარიზული კლუბის სავარაუდო შემადგენლობები დაასახელეს, სადაც ორივე გამოცემის ვერსიით ხვიჩა კვარაცხელია დღევანდელ მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.
L’Equipe - პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა:
საფონოვი, ჰაკიმი, პაჩო, მარკინიოსი, მენდეში, ვიტინია, ნევეში, ზაირ-ემერი, დუე, დემბელე და კვარაცხელია.
იდენტური თერთმეტეულს ასახელებს Le Parisien-იც, თუმცა ერთი განსხვავებით: მათი ვერსიით დუეს ნაცვლად ძირითადში ბრედლი ბარკოლას ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ "მონაკოსა" და პსჟ-ს მატჩი დღეს 23:55 საათზე დაიწყება, ხოლო გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 25 თებერვალს არის ჩანიშნული.







