სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:00 | 17.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

sofascore-მა ზურიკო დავითაშვილი ტურის სიმბოლურში შეიყვანა

საფრანგეთის ლიგა 2-ის 23-ე ტურში „სენტ ეტიენმა“ სტუმრად „გენგამი“ ზურიკო დავითაშვილის დუბლით 2:1 დაამარცხა. (იხილეთ დავითაშვილის გოლები)

ქართველ შემტევს შესანიშნავი სტარტი ჰქონდა თამაშში: მე-10 წუთზე მან პენალტით გახსნა ანგარიში, ხოლო ოთხ წუთში თავური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა.

ქართველ ფეხბურთელს წარმატებული თამაში დაუფასდა და ცნობილმა სტატისტიკის ვებგვერდმა Sofascore-მა ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ქართველმა ფეხბურთელმა ჯამში 8.1 შეფასება დაიმსახურა.

ზურიკო დავითაშვილს 19 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი (1 საგოლე პასი) და ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს, ლიდერს კი ერთადერთი გოლით ჩამორჩება. გარდა ამისა, ქართველს ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც აქვს გატანილი.

„სენტ ეტიენი“ 40 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 თებერვალს, „ლავალს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.196263