ფეხბურთი

16:43 | 17.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნანი: "კრიშტიანუ 1000 გოლს აუცილებლად გაიტანს და მიზანს მარტივად მიაღწევს"

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ნანიმ ყოფილ მის ყოფილ თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ რონალდუ 1000 გოლიან ნიშნულს მარტივად მიაღწევს.

„კრიშტიანუ 1000 გოლს იოლად მიაღწევს, ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან როდესაც ის მიზნად რაღაცას ისახავს, აუცილებლად ასრულებს. მისთვის მნიშვნელოვანია ოფიციალურად დაფიქსირებული გოლები და არა არაოფიციალური სტატისტიკა. სხვა ფეხბურთელები, როგორიც პელე ან რომარიო არიან, აცხადებდნენ, რომ ამ ნიშნულს მიაღწიეს, მაგრამ მათი ყველა გოლი ოფიციალურად დაფიქსირებული არ იყო.

კრიშტიანუს შეუძლია თავისი ყველა გატანილი გოლით ფილმი გადაიღოს. ის ამ ნიშნულს მიაღწევს, თუნდაც ამისთვის მსოფლიოს ყველაზე დაბალ პროფესიულ ლიგაში წასვლა დასჭირდეს", - განაცხადა ნანიმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს ამ ეტაპზე 962 გოლი აქვს გატანილი და მიზნამდე მხოლოდ 38 გოლი აშორებს.

თეგებილუიშ ნანი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160659