ფეხბურთი

17:13 | 17.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოლექსანდრ ზინჩენკო მძიმე ტრავმის გამო 6-7 თვით იუქმებს

ამსტერდამის "აიაქსის" 29 წლის უკრაინელი ფეხბურთელი ოლექსანდრ ზინჩენკო მუხლის მძიმე ტრავის გამო 6-7 თვით იუქმებს. ინფორმაცია "აიაქსის" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

როგორც კლუბის განცხადებაშია ნათქვამი, ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც დაიწყება ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი. წინასწარი პროგნოზით, აღდგენას დაახლოებით ნახევარი წელი დასჭირდება, რაც ნიშნავს, რომ ზინჩენკო მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ოლექსანდრ ზინჩეკო "აიაქსში" სულ ახლახან გადავიდა, მან მძიმე ტრავმა ერედივიზიონის 23-ე ტურის მატჩში "სიტარდის" წინააღმდეგ მიიღო.

0.091523