„ბარსელონას“ ფეხბურთელმა რაფინიამ „ჟირონასთან“ მატჩის (1:2) შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც მსაჯები გააკრიტიკა.
როგორც ბრაზილიელი წერს, „ბარსელონაში“ მზად არიან გამარჯვებისთვის ყველას წინააღმდეგ იბრძოლონ, არა მხოლოდ მეტოქეების:
„ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენ. ძალიან რთულია, როდესაც წესები განსხვავებულია იმის მიხედვით, შენს სასარგებლოდაა თუ შენს წინააღმდეგ. თუმცა თუ გამარჯვებისთვის ყველას წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ, პრობლემა არაა: ამას გავაკეთებთ“, - წერს რაფინია.
„ბარსელონა“ ყველა ტურნირის გათვალისწინებით ზედიზედ მეორედ დამარცხდა, რადგან შუა კვირაში ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ატლეტიკოსთან“ 0:4 განადგურდა... „ბარსელონა“ 58 ქულით მეორე ადგილზეა, მადრიდის „რეალს“ ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში „ლევანტეს“ 22 თებერვალს, უმასპინძლებს.







