„ბოდო გლიმტის“ მთავარმა მწვრთნელმა კიეტილ კნუტსენმა იმედი გამოთქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „ინტერთან“ სამართლიანი თამაში იქნება.
რა თქმა უნდა, მან იგულისხმა ის, რაც „ინტერის“ ბოლო შეხვედრაში მოხდა ტურინის „იუვენტუსთან“ და არ სურს, რომ მისი გუნდის წინააღმდეგაც იგივე უსამართლობა მოხდეს.
„ვფიქრობ, კარგად ვართ მომზადებულები იმისთვის, რაც „ინტერის“ წინააღმდეგ გველოდება. გამოცდილი გუნდია და ცხადია, ყველაფერს იყენებენ, რაც შეუძლიათ. ასევე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ თამაშის მართვაზე და მაქსიმალურად საკუთარი თავის შენარჩუნებაზე. იმედი მაქვს, სამართლიანი თამაში იქნება.
რთული მატჩი იქნება, ძალიან ძლიერ გუნდს ვხვდებით. „ინტერი“ ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული გუნდია, ხარისხიანი როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. VAR-ი სწორედ არასპორტული საქციელების აღმოსაფხვრელად უნდა გამოიყენონ“, - თქვა კნუტსენმა.
შეგახსენებთ, რო „ბოდო გლიმტისა“ და „ინტერის“ მატჩი 18 თებერვალს გაიმართება.







