"ინტერის" მცველმა ალესანდრო ბასტონიმ "იუვენტუსთან" მატჩში სიმულაცია აღიარა და განაცხადა, რომ გააზვიადა, მაგრამ ეს ცუდი განზრახვით არ გაუკეთებია და მნიშვნელოვანი თამაშის ემოციებით გამოწვეული იყო.
"სწორი და სამართლიანია, რომ ჩემი განცდები ავხსნა. ხელზე კონტაქტის შემდეგ დაცემისას გავაზვიადე, მაგრამ როგორც კი კონტაქტი ვიგრძენი, ვეცადე სარგებელი მენახა. აქ იმისთვის ვარ, რომ ეს ვაღიარო. რამდენიმე დღე მოვიცადე, რათა გამეანალიზებინა მომხდარი და გამეცნობიერებინა განსხვავებები იმისგან, რაც განვიცადე. ყველა ადამიანი ცდება, მნიშვნელოვანი ამის აღიარებაა.
ყველაზე მეტად იმედგაცრუებული ვარ კალულუს გაძევების და ჩემი აღნიშვნის გამო, მაგრამ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ძალიან მნიშვნელოვან მატჩს ვთამაშობდით. არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას და აღშფოთებას თუ გამოიწვევდა. ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მოვიქეცი", - თქვა ბასტონიმ.
შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ბასტონის სიმულაციის გამო "იუვენტუსის" მცველი პიერ კალულუ გააძევეს და ტურინულ გრანდს ტაიმზე მეტი ხნის განმავლობაში 10 კაცით თამაში მოუწია.







