საქართველოს ნაკრების ახალწვეულის, მარკის რიდის „ტრაბზონსპორი“ თურქეთის თასის მეოთხედფინალში „ტურკ ტელეკომთან“ 77:100 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
რიდმა არასრულა 27 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. მან 8-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.
ვინაიდან „ტრაბზონსპორი“ თურქეთის თასს გამოეთიშა, რიდი უკვე თავისუფალია და შეუძლია საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ახალი ლეგიონერი რიდი ცოტა ხნის წინ გახდა და ის დანიასთან მატჩებისთვის გამოძახებულია.







