სხვა

2:29 | 18.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გუბანოვას მე-6 შედეგი მოკლე პროგრამაში და ფინალის საგზური

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში იასპარეზა და ფინალში გადავიდა, შესაბამისად, თავისუფალ პროგრამაშიც გამოვა.

გუბანოვამ მსაჯებისგან 71.77 ქულა მიიღო, რაც 29 მონაწილეს შორის მეექვსე შედეგი გამოდგა, ხოლო ფინალის საგზური 24-მა მოციგურავემ მოიპოვა. ანასტასიამ ტექნიკურ ელემენტებში 38.28 ქულა მიიღო, ხოლო პროგრამულ კომპონენტებში - 33.49.

საუკეთესო სამეულთან ჩამორჩენა თითქმის 5 ქულაა და მედლისთვის ბრძოლა ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ გამორიცხული არაფერია. თავისუფალი პროგრამა 19 თებერვალს გაიმართება.

1. ამი ნაკაი (იაპონია) – 78.71 ქულა

2. კაორი საკამოტო (იაპონია) – 77.23

3. ალისა ლიუ (აშშ) – 76.59

...6. ანასტასია გუბანოვა (საქართველო) – 71.77

შეგახსენებთ, რომ საქართველომ მიმდინარე ოლიმპიადაზე ისტორიული ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომელიც წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090917