ანასტასია გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამაში გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ძალიან კმაყოფილია თავისი შედეგით (71.77 ქულა და მეექვსე ადგილი). გუბანოვამ ასევე ისაუბრა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას მოპოვებულ ვერცხლის მედალზეც.
„წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ ჩემი სრიალით. ეს შესანიშნავი ციგურაობა იყო. ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ვიმედოვნებდი. ინდივიდუალურ შეჯიბრში ბოლო ჯგუფში ციგურაობა ჩემთვის ძალიან საამაყოა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მშობლებს შეუძლიათ ოლიმპიურ თამაშებზე თავიანთი შვილის უძლიერეს ჯგუფში ნახვა, ეს ოცნების ახდენას ჰგავს.
გუშინ აქ ვიყავი, რომ საქართველოს წყვილს მხარს ვუჭერდი და მივხვდი, რომ გაცილებით რთულია სხვისთვის ნერვიულობა, ვიდრე საკუთარი თავისთვის ციგურაობა. ეს იყო ისტორიული მედალი საქართველოსთვის, პირველი ზამთრის ოლიმპიადაზე და ძალიან ვამაყობ ჩემი ქვეყნით. არასდროს მიფიქრია, რომ ასეთი რთული იქნებოდა უბრალოდ ვინმესთვის გულშემატკივრობა, ვისაც შეუძლია ოლიმპიური მედლის მოპოვება“, - თქვა ანასტასიამ.
შეგახსენებთ, რომ თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობა 19 თებერვალს გაიმართება.







