ფეხბურთი

3:32 | 18.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: კვარაცხელია სამედიცინო შტაბთან საუბრობდა, სანამ შეცვლიდნენ

RMC Sport-ს ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას „მონაკოსთან“ მატჩში შეცვლამდე სამედიცინო შტაბის წევრებთან რამდენჯერმე გასაუბრება ჰქონდა.

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი ტრავმაზე არაფერი, შესაძლოა, ქართველს დაზიანება არც ჰქონდეს და ექიმებმა თავი დაიზღვიეს, მაგრამ ცნობილი ფრანგული გამოცემა ასეთ ცნობას ავრცელებს.

"ხვიჩა კვარაცხელია შეცვლამდე რამდენჯერმე შენიშნეს, რომ პსჟ-ს სამედიცინო პერსონალთან საუბრისას. უფრო მეტი უახლოეს დღეებში გაირკვევა", - იტყობინება ჟურნალისტი არტურ პერო.

შეგახსენებთ, რომ კვარა ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მოგებულ მატჩში (3:2) 69-ე წუთზე შეცვალა. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 8 შეხვედრაში 3 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „მონაკოს“ საპასუხო მატჩი 25 თებერვალს გაიმართება.

0.176534