მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ვინისიუსს ჟუნიორს „ბენფიკას“ ფეხბურთელმა ჯანლუკა პრესტიანიმ მაიმუნი უწოდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვინისიუსმა გოლი აღნიშნა, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო. ბრაზილიელს ზეიმი გამომწვევი გამოუვიდა და ჩხუბიც დაიწყო. როგორც ჩანს, 20 წლის არგენტინელმა მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. მბაპემ ამის შესახებ თქვა:
„პრესტიანიმ ვინის აშკარად მაიმუნი უწოდა, ეს ხუთჯერ გააკეთა! მე ეს დავინახე, უეფას საუკეთესო კამერები აქვს, ვნახოთ, რა მოხდება. ეს მიუღებელია. ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი ყველა იმ ბავშვს, ვინც ჩვენით აღფრთოვანებულია, არის რაღაცები, რასაც ვერ შევეგუებით. ეს ფეხბურთელი (პრესტიანი - რედ) ახალგაზრდაა, როგორც შეიძლება ასეთი რაღაცების თქმა მოედანზე?
ბენფიკა ტოპ კლუბია, მისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ პრესტიანიმ ჩემპიონთა ლიგაზე აღარასდროს უნდა ითამაშოს. ბოდიში მოიხადა? ნახეთ? მოიხადა? ჩვენ სულელები არ ვართ, მე და ვინიმ დავინახეთ რა თქვა. ვინიმ უნდა იცეკვოს რამდენიც უნდა და არასდროს გაჩერდეს. ვერავინ გვეტყვის რა უნდა გავაკეთოთ ან რა - არა“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „ბენფიკა“ ვინისიუსის ერთადერთი გოლით 1:0 დაამარცხა.







