სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:30 | 18.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია: "რასიზმი დანაშაულია, ვინი ჩვენ შენთან ვართ"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელ ვინისიუსს მხარდაჭერა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ოფიციალური განცხადებით გამოუცხადა.

ლისაბონის „ბენფიკასთან“ მატჩში მომხდარი ინციდენტის შედეგად, სავარაუდოდ, ვინისიუსს არგენტინელმა ფეხბურთელმა ჯანლუკა პრესტიანიმ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც CBF გამოეხმაურა:

„ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია სოლიდარობას უცხადებს ვინისიუს ჟუნიორს, რომელიც სამშაბათს კიდევ ერთხელ რასიზმის მსხვერპლი გახდა, მას შემდეგ, რაც ლისაბონში „ბენფიკას“ წინააღმდეგ „რეალის“ რიგებში გოლი გაიტანა.

რასიზმი დანაშაულია. ის მიუღებელია. ის არ შეიძლება ფეხბურთში ან სხვაგან არსებობდეს. ვინი, შენ მარტო არ ხარ. ჩვენ ვამაყობთ შენით. მტკიცედ დავრჩებით დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ შენს გვერდით ვდგავართ. ყოველთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „ბენფიკა“ ვინისიუსის ერთადერთი გოლით დაამარცხა და მერვედფინალისკენ ნაბიჯი გადადგა.

0.12375