სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

9:52 | 18.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: "რაც გუშინ მოხდა, არც ჩემთვის და არც ჩემი გუნდისთვის ახალი არ ყოფილა"

ვინისიუს ჟუნიორმა "ბენფიკასთან" მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა. "რეალის" ბრაზილიელმა შემტევმა რასისტულ ქცევებზე და მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებზე ღიად ისაუბრა.

„რასისტები, უპირველეს ყოვლისა, მშიშარები არიან. ამ ყველაფერს კი ის ფაქტი ადასტურებს, რომ ისინი მაისურებს იტენიან პირში და ამას ისე აკეთებენ. მაგრამ ყველაზე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მათ იცავენ სხვები, რომლებსაც, თეორიულად, აქვთ აშკარა ვალდებულება, ასეთ შემთხვევებში დასაჯონ ისინი.

არაფერი, რაც დღეს მოხდა, არ არის ახალი არც ჩემს და არც ჩემი გუნდის ცხოვრებაში...… გოლის აღნიშვნისთვის ყვითელი ბარათი მივიღე. ჯერ კიდევ არ მესმის, რატომ მივიღე ის ბარათი.

მეორე მხრივ, ვხედავ, რომ ეს უბრალოდ ცუდად შესრულებული პროტოკოლი იყო, რომელმაც არანაირი შედეგი არ მოიტანა. არ მიყვარს ასეთ სიტუაციებში პრიორიტად გამოჩენა, დიდი გამარჯვების შემდეგ, როცა სათაურები "რეალზე" უნდა იყოს… მაგრამ სამწუხაროდ ეს აუცილებელია", - განაცხადა ვინისიუსმა.

ცნობისთვის, მოედანზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვინისიუსმა გოლი აღნიშნა, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო. ბრაზილიელს ზეიმი გამომწვევი გამოუვიდა და ჩხუბიც დაიწყო. როგორც ჩანს, 20 წლის ჯანლუკა პრესტიანიმ მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „ბენფიკა“ ვინისიუსის ერთადერთი გოლით 1:0 დაამარცხა.

0.0921