"ბენფიკას" არგენტინელმა ფეხბურთელმა ჯანლუკა პრესტიანიმ ვინისიუს ჟუნიორთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა. 20 წლის ფეხბურთელის თქმით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა არასწორად გაიგო ყველაფერი და მას მისთვის რასისტული შეურაწყოფა არ მიუყენებია.
„მსურს განვმარტო, რომ არცერთ მომენტში არ მიმიყენებია რასისტული შეურაცხყოფა ვინისიუსისთვის, რომელმაც, სამწუხაროდ არასწორად გაიგო ის, რაც ეგონა, რომ მოისმინა. მე არასოდეს ვყოფილვარ რასისტი არავის მიმართ და ძალიან სამწუხაროა იმ არასწორი მუქარების მოსმენა, რომელსაც "რეალის" ფეხბურთელებისა და გულშემატკივრისგან ვიღებ", განაცხადა პრესტიანიმ.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვინისიუსმა გოლი აღნიშნა, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო. ბრაზილიელს ზეიმი გამომწვევი გამოუვიდა და ჩხუბიც ამის შემდეგ დაიწყო. მატჩის მთავარ მსაჯს დროებით შეხვედრის შეჩერებაც მოუწია.







