სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:53 | 18.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკ ვოლტემადე შესაძლოა ბუნდესლიგაში დაბრუნდეს

"ნიუკასლის" გერმანელმა თავდამსხმელმა ნიკ ვოლტემადემ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბი შეიცვალოს და კვლავ ბუნდესლიგაში დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა SPORT BILD-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 24 წლის თავდამსხმელს ინგლისში ადაპტაცია უჭირს და პრემიერ ლიგაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, რის გამოც ის მზად არის კარიერა კვლავ ბუნდესლიგაში გააგრძელოს.

ჯერჯერობით ამ ეტაპზე ოფიციალური მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად სიტუაცია უფრო კონკრეტული გახდეს. ვოლტემადეს პრიორიტეტი "შტუტგარტში" ან "ბაიერნში" გადასვლაა.

შეგახსენებთ, რომ ნიკ ვოლტემადე "ნიუკასლმა" გასულ ზაფხულს რეკორდულ თანხად შეიძინა. გერმანელს მიმდინარე სეზონში 38 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 10 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166994