ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული MMA-ს მებრძოლი კონორ მაკგრეგორი საქმეში ბრუნდება. ირლანდიელმა სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მალევე წაშალა. მაკგრეგორის განცხადებით, ის შეთავაზებას უკვე დათანხმდა.
"შემომთავაზეს თარიღიც და ოპონენტიც, რომელსაც მე უკვე დავთანხმდი. ახლა ველოდები ოფიციალურ კონტრაქტს", - დაწერა სოციალურ ქსელში მაკგრეგორმა.
შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორი UFC-ის ისტორიაში არის პირველი მებრძოლი, რომელმაც ერთდროულად ორი წონის ქამარი მოიგო. ირლანდიელმა ბოლოს 2021 წლის ივლისში იბრძოლა,სადაც ჯასტინ პორიესთან დამარცხდა. მან ბრძოლაში მძიმე დაზიანებები მიიღო, რის გამოც ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა.







