"ინტერ მაიამის" 39 წლის ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლუის სუარესმა საინტერესო განცხადება გააკეთა, მან 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გაიხსენა. სუარესის თქმით, "რეალში" მისი ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავი იყო.
"2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე "რეალ მადრიდს" ჩემი შეძენა სურდა და პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მათ ქარიმ ბენზემას "არსენალში" გაყიდვა სურდათ და ყველაფერი ამის შემდეგ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ცოტა დროში გაიწელა და შემდეგ "ბარსელონა" ჩაერთო ბრძოლაში. ეს რომ გავიგე, რა თქმა უნდა, მე "ბარსელონა" ავირჩიე, რადგან ჩემი ოცნება იყო ყოველთვის ამ კლუბში მეთამაშა", - ციტირებს სუარესის სიტყვებს MatchDay Central-ი.
შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი "ბარსელონაში" 2014 წლის ზაფხულში "ლივერპულიდან" გადავიდა, სადაც არაერთი ტიტულის მოგება შეძლო.







