სხვა

14:52 | 18.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნინო წიკლაურმა ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა

ზამთრის ოლიმპიადაზე ნინო წიკლაურმა სლალომში იასპარეზა, თუმცა გამოსვლა დაასრულა, რადგან მეორე დაშვებაში ვერ გამოვა.

ქართველმა დისტანცია 39.86 წამში დაფარა, მაგრამ ვინაიდან ერთი ბარიერი გამოტოვა, დისკვალფიკაცია დაიმსახურა და ტურნირს ჩაეხსნა.

ნინო წიკლაურმა მანამდე გიგანტურ სლალომში იასპარეზა, სადაც 49-ე ადგილი დაიკავა. წიკლაურისთვის ეს იყო მეხუთე ოლიმპიადა, რითაც საქართველოსთის რეკორდსმენია ზამთრის ოლიმპიადაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ მიმდინარე ოლიმპიადაზე ისტორიული ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომელიც წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162665