დღეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში "ბოდო გლიმიტი" საკუთარ მოედანზე მილანის "ინტერს" უმასპინძლებს. ნორვეგიული კლუბისთვის ამ ისტორიულ მატჩამდე ერთი დღით ადრე ბოდოში ამინდი კვლავ სიურპრიზებს ამზადებს, სადაც დიდი თოვლი მოვიდა, რის გამოც ამ მომენტშიც მიმდინარეობს სტადიონის გაწმენდითი სამუშაოები.
სამშაბათს მოსულმა ძლიერმა ნალექმა გადაადგილებაც გაართულა — იტალიური ტელევიზიის სატრანსპორტო ავტობუსი E6 მაგისტრალზე, ბოდოდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე, თოვლში გაიჭედა, რის გამოც გზის ერთი ზოლი დროებით დაიკეტა და ტექნიკის დახმარება გახდა საჭირო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შეხვედრის დროს ტემპერატურა დაახლოებით -10 გრადუსამდე დაეცემა და ინტენსიური თოვაცაა მოსალოდნელი. ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ მკაცრ სკანდინავიურ კლიმატთანაც მოუწევთ ბრძოლა.
შეგახსენებთ, რომ "ბოდო გლიმიტისა" და "ინტერის" მატჩი დღეს, 23:55 საათზე აიღებს სტარტს.







