ფეხბურთი

17:25 | 18.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" მცველს გულშემატკივარმა შეურაცხყოფა მიაყენა: "ზოოპარკში დაბრუნდი"

ტურინის „იუვენტუსის“ მცველ ლოიდ კელის სოციალურ ქსელში გულშემატკივარმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

„გალათასარაისთან“ კატასტროფული მარცხით (2:5) გაბრაზებულმა ქომაგმა კელის ინსტაგრამზე კომენტარი დაუწერა: „დაბრუნდი ზოოპარკში“.

ინგლისელი გამოეხმაურა ამ კომენტარს და წერს: „კრიტიკა ცხოვრების და სპორტის ნაწილია, რასაც ყოველთვის ვიღებდი. ნებისმიერს აქვს თავისი აზრი, მაგრამ ამას არ მივიღებ. სიტყვებებს და ქმედებებს შედეგები აქვს“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩებში რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი „რეალის“ ბრაზილიელი ლეგიონერი ვინისიუსიც გახდა, რომელსაც „ბენფიკას“ ნახევარმცველმა ჯანლუკა პრესტიანიმ სავარაუდოდ მაიმუნი უწოდა. ყოველ შემთხვევაში, ვინისიუსი ამტკიცებს, რომ ასე იყო, მაგრამ პრესტიანი ბრალდებას უარყოფს.

"იუვენტუსმა" ევროტურნირებზე ბოლო 68 წლის განმავლობაში პირველად გაუშვა თამაშში 5 გოლი. ლუჩანო სპალეტის გუნდმა "გალათასარაისთან" პირველი ტაიმი მოიგო (2:1), მაგრამ მეორე ტაიმი კატატროფულად ჩაატარა (0:4) და საბოლოოდ, 2:5 განადგურდა.

0.162342