„ინტერის“ მთავარი მწვრთნელი კრისტიან კივუ „იუვენტუსთან“ შეხვედრაში ალესანდრო ბასტონის სიმულაციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
მან დაიცვა თავისი შეგირდი და კრიტიკოსებს მოუწოდა, რომ გაჩუმდნენ, რადგან ფეხბურთი ასეთია და მოედანზე ფეხბურთელებს მსაჯები შეცდომაში ყოველთვის შეჰყავდათ.
"არ ვაპირებ სხვების ნათქვამზე პასუხის გაცემას, ჩემს აზრს ვაფიქსირებ და ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს. როგორც ჩანს, მათ იმედგაცრუებასთან შეგუება უჭირთ. ზოგადად, გუნდი, რომელიც ჩემპიონატს ლიდერობს, ყველაზე მეტად საძულველია, ასე იყო ყოველთვის, ფეხბურთი 100 წლის განმავლობაში ასეთია. შეწყვიტეთ წუწუნი და მორალისტობა.
მარადონამ გოლი ხელით გაიტანა, მაგრამ ის არავის გაუკრიტიკებია. „ნაპოლისთან“ მატჩში უსამართლობა ჩვენც განვიცადეთ, რასაც პირველად ვამბობ, იგივე მოხდა „ლივერპულის“ წინააღმდეგ, ეს ფეხბურთის ნაწილია. იგივე აზრზე ვარ, რაც მატჩის შემდეგ ვთქვი და არ მაქვს დრო უკან მოსახედად“, - თქვა კივუმ.
შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ბასტონის სიმულაციის შედეგად "იუვენტუსის" მცველი პიერ კალულუ გააძევეს და ამ თემას იტალიაში უკვე რამდენიმე დღეა განიხილავენ.







