ფეხბურთი

18:53 | 18.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო ვინისიუსზე: "თუ სხვადასხვა სტადიონზე ეს ყოველთვის ერთს ემართება, რაღაც რიგზე ვერაა"

ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ვინისიუსთან დაკავშირებულ სკანდალზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, თუ მსგავსი რამ ერთ ფეხბურთელს სხვადასხვა სტადიონზე ემართება, მაშინ რაღაც რიგზე ვერ არის...

„ვინისიუსი ერთ რამეს ამბობს, მაგრამ ვესაუბრე ჯანლუკა პრესტიანის და მან სხვა რამ მითხრა. არ მინდა ვთქვა, რომ ერთი იტყუება და მეორე წმინდანია. ალვარო არბელოამ და კილიან მბაპემ სხვა გზა აირჩიეს, მე - არა. უბრალოდ ვამბობ, რომ თუ ასეთი რამ ერთსა და იმავე ფეხბურთელთან დაკავშირებით ამდენ სტადიონზე მეორდება, გამოდის, რომ რაღაც რიგზე არაა. საოცარი გოლი გაგაქვს, რატომ აღნიშნავ ასე? რატომ არ აღნიშნავ დი სტეფანოს, პელეს ან ეუსებიოს მსგავსად?“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი „ბენფიკას“ ფეხბურთელ ჯანლუკა პრესტიანის რასიზმში ადანაშაულებს. კილიან მბაპემ თქვა, რომ არგენტინელმა ბრაზილიელს შავი მაიმუნი უწოდა.

0.095523