სხვა

21:29 | 18.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიელი მოთხილამურის რეკორდი ოლიმპიადაზე

მოთხილამურე იოჰანეს კლებომ რეკორდი დაამყარა - მან ზამთრის ოლიმპიადაზე მე-10 ოქროს მედალი მოიპოვა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

მეათედ ოლიმპიური ჩემპიონობა ნორვეგიელმა გუნდურ სპრინტში მოიპოვა. კლებომ მილანსა და კორტინაში მიმდინარე ოლიმპიადაზე 5 დისციპლინაში იასპარეზა და ყველა მათგანში ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ოლიმპიურ თამაშებზე (ზაფხულის და ზამთრის) ოქროს მედლების რაოდენობით კლებოს მხოლოდ ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი უსწრებს, რომელსაც 23 ოქროს მედალი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097678