ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო „ბენფიკა“ – „რეალის“ მატჩში ვინისიუსისა და ჯანლუკა პრესტიანის ინციდენტს გამოეხმაურა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი არგენტინელს რასიზში ადანაშაულებს, ხოლო ინფანტინო წერს, რომ ფეხბურთში რასიზმის ადგილი არაა:
„შოკირებული და ღრმად დამწუხრებული ვიყავი, როდესაც ვინისიუს ჟუნიორთან დაკავშირებული სავარაუდო რასისტული ინციდენტი ვნახე „ბენფიკასა“ და „რეალს“ შორის მატჩის დროს. რასიზმს აბსოლუტურად არ აქვს ადგილი ჩვენს სპორტსა და საზოგადოებაში: ყველა დაინტერესებული მხარე უნდა ჩაერიოს და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები. ფიფაში, ალდებულნი ვართ უზრუნველვყოთ, რომ მოთამაშეები, მატჩის ოფიციალური პირები და გულშემატკივრები პატივისცემითა და დაცულობით სარგებლობდნენ და რომ შესაბამისი ზომები იქნას მიღებული ასეთი ინციდენტების დროს. ფიფა და ფეხბურთის სამყარო სრულ სოლიდარობას უცხადებს რასიზმისა და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის მსხვერპლებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არა რასიზმს! არა დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას“, - წერს ინფანტინო.







