სხვა

0:05 | 19.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცხოვრებაძის 5 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-11 ტურში ხორვატულმა „ზაგრებმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლა და 24:35 დამარცხდა.

ფრანგებმა პირველივე ტაიმში 8-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც ხელიდან აღარ გაუშვიათ.

„ზაგრების“ რიგებში საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც 5 გოლი გაიტანა (7 დარტყმიდან) და გუნდის საუკეთესო მეგოლე გახდა, მაგრამ მარცხისგან „ზაგრები“ ვერ იხსნა. ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 25 გოლი აქვს გატანილი.

„ზაგრები“ 11 ტურის შემდეგ 2 ქულით (1 მოგება, 10 წაგება) ჯგუფში ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 თებერვალს, „ბარსელონას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091988