ფეხბურთი

1:15 | 19.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა შვილი კივუს: "როდესაც მამაჩემზე ლაპარაკობ, პირი გამოირეცხე!"

დიეგო მარადონას შვილი, უმცროსი დიეგო მარადონა „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის, კრისტიან კივუს კომენტარს გამოეხმაურა.

რუმინელმა სპეციალისტმა მისი ფეხბურთელის, ალესანდრო ბასტონის სიმულაციის გასამართლებლად დიეგო მარადონას მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ მარადონამ გოლი ხელით გაიტანა, მაგრამ მას არავინ აკრიტიკებდა.

როგორც ჩანს, მარადონას ვაჟი ამ ამბავმა ძალიან გააბრაზა და კივუს მწვავე პასუხი გასცა:

„კივუ, პირი გამოირიცხე, როცა მამაჩემზე ლაპარაკობ! რასაც მამაჩემმა ფეხბურთელობაში მიაღწია, იმის 1%-იც რომ გქონდეს გაკეთებული, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ ასე არაა. ამ ამბავში მამაჩემის ხსენება არაფერ შუაში იყო. ეს ყველაფერი კივუს პატარა ადამიანობაზე მეტყველებს“, - თქვა უმცროსმა დიეგომ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091955