ფეხბურთი

1:49 | 19.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, მაგრამ წაუგებელი სერია გაზარდა

სერია A-ს 24-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში „მილანმა“ „კომოს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

„როსონერის“ „ინტერთან“ მისაახლოებლად აუცილებლად მოგება სჭირდება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

32-ე წუთზე სესკ ფაბრეგასის „კომო“ დაწინაურდა: ნიკო პასმა მაიკ მენიოს ძალიან უხეში შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. „როსონერის“ უჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმის შუაში მაინც გაათანაბრა რაფაელ ლეაოს გოლით.

მასპინძლებმა სცადეს გამარჯვების გოლის გატანა, რაც ვერ მოახერხეს და საბოლოოდ, ფრე 1:1.

„მილანი“ სერია A-ში 54 ქულით მეორე ადგილზეა, პირველი ტურის მერე არ წაუგია და უკვე 24-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ხოლო ლიდერ „ინტერს“ 7 ქულით ჩამორჩება. „კომო“ 42 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091993