სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:26 | 19.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ბოლოადგილოსან "ვულვზთან" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა
რიკარდო კალაფიორი მოედანზე 93-ე წუთზე შევიდა და ერთ წუთში ავტოგოლი გაიტანა

ინგლისის პრემიერლიგაში 31-ე ტურის მატჩი წინსწრებით გაიმართა ინგლისის ლიგის თასის ფინალის გამო.

„არსენალი“ ბოლოადგილოსან „ვულვზს“ ესტუმრა, რომელსაც ამ ტურამდე 9 ქულა ჰქონდა და პრაქტიკულად გავარდნილია. მოკლედ, მიკელ არტეტას გუნდს აუცილებლად უნდა მოეგო.

ჩინებულადაც დაიწყო: მეხუთე წუთზე ბუკაიო საკამ ლონდონელები დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში პიერო ინკაპიემ სხვაობა გააორმაგა. თითქოს, „არსენალი“ სამ ქულას მშვიდად მოიპოვებდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

მალევე, ურუგვაელი სანტიაგო ბუენოს პასით ესპანელმა უგო ბუენომ გაიტანა და სხვაობა შეამცირა. 93-ე წუთზე არტეტამ თამაშში რიკარდო კალაფიორი ჩართო - დაცვა გააძლიერა. ერთ წუთში კალაფიორიმ ავტოგოლი გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა - 2:2... ეს „მეთოფეებისთვის“ ზედიზედ მეორე ფრეა.

„არსენალი“ 58 ქულით ლიდერია და „მანჩესტერ სიტის“ 5 ქულით უსწრებს, მაგრამ პეპ გვარდიოლას გუნდზე თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. ასე რომ, პოტენციურად განსხვავება მხოლოდ ორი ქულაა...

„ვულვზი“ – „არსენალი“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 საკა (5), 0:2 ინკაპიე (56), 1:2 ბუენო (61), 2:2 კალაფიორი (90, ა.გ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096763