სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

3:00 | 19.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" მწვრთნელი: "მიქაუტაძე ძალიან კარგად თამაშობს, არა მარტო გოლების გამო"
"თავდამსხმელისთვის გოლი სტიმულია, მაგრამ გუნდური თამაში მთავარია"

„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ „ლევანტესთან“ მატჩის (1:0) შემდეგ გორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა და საერთოდაც, ზედიზედ მესამე ტურში გამოიჩინა თავი.

ესპანელმა მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი შეაქო, აღიშნა, რომ კარგად თამაშობს, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ გოლები გააქვს:

„ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგად თამაშობს, არა მარტო გოლების გამო. უფრო ჩართულია თამაშში, უკეთ ესმის გუნდის ტაქტიკა, უკეთაა ინტეგრირებული თანაგუნდელებთან და უფრო სწრაფი გონებით თამაშობს. თავდამსხმელისთვის გოლი დიდი სტიმულია, თუმცა მნიშვნელოვანია გუნდური თამაში და გუნდის კარგად მუშაობა“, - თქვა მარსელინომ.

გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 5 მიმდინარე წელს) და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 29 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.

„ვილიარეალი“ ლა ლიგაში 24 ტურის შემდეგ 48 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 22 თებერვალს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.

0.16156