სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:26 | 19.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასი: "არასპორტულად მოვიქეცი, იმედია, იგივეს მეტჯერ აღარ გავაკეთებ"

„კომოს“ მთავარმა მწვრთნელმა სესკ ფაბრეგასმა „მილანთან“ მატჩში არასპორტული საქციელისთვის ბოდიში მოიხადა.

ესპანელმა მწვრთნელმა მეტოქის ფეხბურთელს მოედანზე დაბრუნებაში ხელი შეუშალა. ამას ჩხუბი მოჰყვა ორივე გუნდის სამწვრთნელო შტაბს შორის, რაც „მილანის“ თავკაცის, მასიმილიანო ალეგრის გაძევებით დასრულდა.

„კომოს“ ახალგაზრდა სპეციალისტმა კი, კამერების წინაშე აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა:

„ბოდიში მინდა მოვიხადო, დღეს ისეთი რამ გავაკეთე, რითაც არ ვამაყობ, არასპორტულად მოვიქეცი. აღელვებული ვიყავი და ხელით შევეხე. როგორც კივუმ რამდენიმე დღის წინ თქვა, ხელები სახლში უნდა დავტოვოთ, განსაკუთრებით მწვრთნელებმა. არ შეიძლება ამის გაკეთება. იმედი მაქვს, იგივეს მეტჯერ აღარ გავაკეთებ“, - თქვა ფაბრეგასმა.

შეგახსენებთ, რომ „კომოს“ კარგი სეზონი აქვს, სერია A-ში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის, ხოლო იტალიის თასზე ნახევარფინალშია გასული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166116