სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:09 | 19.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ ფაბრეგასთან იკამათა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კომოს“ მთავარ მწვრთნელ სესკ ფაბრეგასთან იჩხუბა.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, მატჩის დასრულების შემდეგ მათ შორის კამათი და სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო. ყველაფერი კი ასე დაიწყო: „კომოს“ ესპანელმა მწვრთნელმა მეტოქის ფეხბურთელს მოედანზე დაბრუნებაში ხელი შეუშალა. ამას ჩხუბი მოჰყვა ორივე გუნდის სამწვრთნელო შტაბს შორის, რაც „მილანის“ თავკაცის, მასიმილიანო ალეგრის გაძევებით დასრულდა.

„ყვ**ი ხარ! პატარა ბავშვი, რომელმაც მწვრთნელობა გუშინ დაიწყო!“ - უთხრა ალეგრიმ ფაბრეგასს.

სხვა დეტალებზე იტალიური მედია არ წერს, მაგრამ იტალიელსა და ესპანელს შორის, ეს პირველი კონფლიქტი არაა, პირველი წრის შეხვედრის შემდეგაც მათ შორის, დაძაბული ურთიერთობა იყო.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ – „კომოს“ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. „მილანი“ სერია A-ში მეორე ადგილზეა, ხოლო „კომო“ მეექვსე პოზიციაზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169925