მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან კივუმ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში „ბოდო-გლიმტთან“ შოკისმომგვრელი მარცხის შესახებ კომენტარი გააკეთა (1:3).
„ბოდო-გლიმტი“ უფრო მიჩვეულია ამ მოედანს, მაგრამ ეს არ არის საბაბი. მატჩის შედეგი არაპროგნოზირებადია, რადგან საპასუხო მატჩი ახლოვდება. ვიცოდით, რომ კონტრშეტევისას პრობლემების შექმნა შეეძლოთ და ახლა „სან სიროზე“ შემდეგ ეტაპზე გასვლას ვეცდებით. პრობლემა ის იყო, რომ ზოგჯერ მათი სისწრაფე კონტრშეტევაზე გვაოცებდა“, - ციტირებს კივუს სიტყვებს Football Italia.
„ინტერსა“ და „ბოდო-გლიმტის“ შორის საპასუხო მატჩი 24 თებერვალს მილანში, გაიმართება.







