მადრიდის „ატლეტიკოს“მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში ბელგიურ „ბრიუგესთან“ ფრედ დასრულებულ მატჩზე (3:3).
„2:0-ს ვიგებდით, შემდეგ 3:2-ს, მაგრამ მეტოქე ღირსეულად დაგვიხვდა. ეს იყო შესანიშნავი მატჩი მაღალი ტემპით, ხარისხიანი თამაშით და გოლებით. დადებითი შედეგით ვბრუნდებით და ვიმედოვნებთ, რომ საქმეს შინ დავასრულებთ“, - უთხრა სიმეონემ უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდს.
პლეი-ოფის საპასუხო მატჩი ესპანეთში სამშაბათს, 24 თებერვალს გაიმართება.







