ნორვეგიული „ბოდო-გლიმტის“ მთავარმა მწვრთნელმა კიეტილ კნუტსენმა კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში იტალიური „ინტერის“ წინააღმდეგ გამარჯვებაზე (3:1).
„ვფიქრობ, დღეს ცოტა გაგვიმართლა. ნამდვილად ეფექტურები ვიყავით, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ჩვენთვის საშუალო დონის თამაში გახლდათ. შედეგი კარგი გამოვიდა, მაგრამ თავად დონე საშუალო იყო.
კასპერ ჰიოგი ნამდვილად კარგია და დაცვაში ბევრს გვეხმარება. ის აკონტროლებს ბურთს, ბევრ დუელს იგებს. ის სამივე გოლში მონაწილეობდა. შესანიშნავი ბიჭია “, - ციტირებს კნუტსენის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.







