სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:10 | 19.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ შესაძლოა 100 მილიონ ევროდ „ლაიპციგის“ გარემარბი დაიმატოს

„არსენალმა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა „ლაიპციგის“ გარემარბი იან დიომანდე დაიმატოს, გვამცნობს TEAMtalk.

ლონდონური კლუბი კოტ-დ’ივუარელს გაბრიელ მარტინელის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს. „ლაიპციგი“ მზადაა განიხილოს 100 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება. დიომანდეს ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2030 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

ფეხბურთელი გერმანულ კლუბში 2025 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ სეზონში დიომანდემ „ლაიპციგის“ რიგებში ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, ცხრა ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164251