სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:34 | 19.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: "მამარდაშვილი კარგი მეკარეა, მაგრამ გადაწყვეტილებას მე ვიღებ, თუ ვინ უნდა ითამაშოს"
"გიორგისთვის ეს იმედგაცრუება იყო, ის ყოველთვის კარგია, როცა ალისონს ცვლის"

„ლივერპულმა“ ინგლისის ასოციაციის თასზე „ბრაიტონთან“ გაიმარჯვა (3:0) და ბევრი ელოდა, რომ შანსი გიორგი მამარდაშვილს მიეცემოდა, მაგრამ არნე სლოტმა მას თასზეც ალისონი ამჯობინა.

სწორედ ამის შესახებ ნიდერლანდელ სპეციალისტს მოუწია კომენტარის გაკეთება - რატომ გადაწყვიტა, რომ სათასო შეხვედრაშიც ბრაზილიელი მეკარე გამოეყენებინა. სლოტის პასუხი ასეთია:

„ჩემთვის ძირითადში ალისონის დაყენება სიურპრიზი არ ყოფილა. გასულ სეზონში ასოციაციის თასზე სხვა არჩევანი გავაკეთეთ, ეს მართალია. როგორც წესი, ჩემთვის ლიგის თასი მეორე მეკარისთვისაა, ასოციაციის თასზე კი ამ ეტაპზე მე ვწყვეტ ვინ ითამაშებს. გიორგიმ პირველი ეტაპის შეხვედრა ითამაშა, მაგრამ ყოველი მატჩის წინ სიტუაციას ვაფასებ, რა არის საუკეთესო გუნდისთვის და ინდივიდისთვის. გადავწყვიტე, ალისონი ისევ გამომეყენებინა. რა თქმა უნდა, ეს იმედგაცრუება იყო გიორგისთვის, რადგან ის ძალიან კარგი მეკარეა და კარგად თამაშობს, როდესაც ალისონს ცვლის“, - თქვა სლოტმა.

გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში „ლივერპულში“ 11 მატჩი აქვს ჩატარებული - 5 პრემიერლიგაში, 4 ჩემპიონთა ლიგაზე, თითო ასოციაციის თასსა და ინგლისის ლიგის თასზე.

„ლივერპული“ მომდევნო მატჩს პრემიერლიგის ეგიდით 22 თებერვალს, სტუმრად „ნოტინგემთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.177596