სენეგალელი მწვრთნელი ჰაბიბ ბეი ფრანგული კლუბ „მარსელის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. დანიშვნის შესახებ კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა განაცხადა.
„მარსელი“ სიამოვნებით აცხადებს ჰაბიბ ბეის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ. ჰაბიბ ბეიმ ფრანგულ ფეხბურთში უნიკალური გზა გაიკვლია, თავდაპირველად, როგორც მებრძოლმა და პატივცემულმა მოთამაშემ, შემდეგ კი, როგორც ამბიციურმა და გააზრებულმა მწვრთნელმა“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
48 წლის ბეის წინა სამუშაო ადგილი „რენში“ გახლდათ.
„მარსელი“ ამჟამად ლიგა 1-ში მეოთხე ადგილზეა 22 მატჩიდან 40 ქულით. „ლანსი“ პირველია 52 ქულით. „მარსელი“ ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე 25-ე ადგილზე გავიდა და პლეი - ოფში ვერ მოხვდა.







