ფეხბურთი

17:29 | 19.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლის“ მწვრთნელი ედი ჰოუ: „ყარაბაღს არ გაუმართლა, ახლა რომ შეგვხვდა“

„ნიუკასლ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ედი ჰოუმ კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში აზერბაიჯანულ „ყარაბაღთან“ 6:1 გამარჯვებაზე.

„ეს შედეგი არაპროგნოზირებადია. ყველაზე მეტად თამაშის დონემ გამახარა. ადრეული გოლი დაგვეხმარა. ამის შემდეგ, გავაგრძელეთ ჩვენი საქმის კეთება და ბევრი შანსი შევქმენით.

ბრწყინვალედ ვითამაშეთ. შესაძლოა, ეს დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. „ყარაბაღს“ არ გაუმართლა, რომ ახლა შეგვხვდა. მათ ოსტატობა გამოავლინეს და შანსები შექმნეს, მაგრამ ვფიქრობ, საერთო ჯამში, კარგად დავიცავით თავი, როცა ეს მნიშვნელოვანი იყო. ვგეგმავდით, თამაშის სცენარი თავად გვეკარნახა. გვინდოდა წინსვლა. გვჯეროდა, რომ შეტევაზე ორიენტირებული შემადგენლობა შედეგს მოიტანდა. ზოგჯერ ეს მუშაობს, ზოგჯერ არა. ძალიან კმაყოფილები ვართ თითოეული ფეხბურთელის თამაშით“, - ციტირებს ჰოუს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-საიტი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.137701