სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:57 | 19.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: "ტკივილი უნდა გადავიტანოთ და სარკეში ჩავიხედოთ"

ლონდონის „არსენალმა“ ბოლოადგილოსან „ვულვზთან“ მოულოდნელად ქულები დაკარგა (2:2), რითაც „მანჩესტერ სიტის“ კიდევ უფრო მიახლოების შანსი მისცა.

მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ გამარჯვებას არ იმსახურებდნენ, რადგან მეორე ტაიმში ძალიან ცუდად ითამაშეს.

„რეაგირება მაშინაა საჭირო, როცა რთული მომენტია. „ტოტენჰემთან“ მატჩი იდეალურია იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ჩვენი ძალა. სულ ესაა, რაც უნდა გავაკეთოთ, მოედანზე უნდა ვისაუბროთ.

ტკივილი უნდა გადავიტანოთ და სარკეში ჩავიხედოთ. მეორე ტაიმში პრემიერლიგაში თამაშის მოსაგებად საჭირო სტანდარტების შესაბამისად ვერცერთ ასპექტში ვერ ვითამაშეთ. ვერ ვდომინირებდით და თამაშს ვერ ვაკონტროლებდით, ამის საფასურიც გადავიხადეთ“, - თქვა არტეტამ.

კომენტარი გააკეთა „მეთოფეთა“ ფეხბურთელმა ბუკაიო საკამაც, რომელიც დარწმუნებულია, რომ შეუძლიათ ძველი ფორმის დაბრუნება:

„ზეწოლაზე არ ვფიქრობ. უბრალოდ, ჩვენს დონეს უნდა დავუბრუნდეთ. ამ გუნდში საკმარისზე მეტი ხარისხია თამაშების მოსაგებად, განსაკუთრებით იმ მატჩების, რომლებშიც ბოლო დროს ქულებს ვკარგავთ“, - აღნიშნა საკამ.

„არსენალი“ 58 ქულით ლიდერია და „მანჩესტერ სიტის“ 5 ქულით უსწრებს, მაგრამ პეპ გვარდიოლას გუნდზე თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. ასე რომ, პოტენციურად განსხვავება მხოლოდ ორი ქულაა...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092951