სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:25 | 19.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა "მეცთან" მატჩში დაისვენოს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას სავარაუდოდ, სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება ტრავმის ხასიათის დასადგენად.

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელმა სამშაბათს საღამოს გარკვეული დისკომფორტი იგრძნო, თუმცა, სავარაუდოდ, მისი ტრავმა სერიოზული არ იქნება. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ლუის ენრიკემ არ გარისკოს, შესაბამისად, 21 თებერვალს, „მეცის“ წინააღმდეგ ხვიჩამ შეიძლება დაისვენოს.

შეგახსენებთ, რომ კვარა ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მოგებულ მატჩში (3:2) 69-ე წუთზე შეცვალა. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 8 შეხვედრაში 3 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100166