სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:18 | 19.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ტურამი: "მოურინიო პატარა ადამიანია, ყველაფრის ვინისიუსისთვის დაბრალება სურს"

ვეტერანი ფეხბურთელი ლილიან ტურამი ვინისიუსთან დაკავშირებულ რასისტულ სკანდალზე ჟოზე მოურინიოს სიტყვებს გამოეხმაურა.

ტურამმა პორტუგალიელი სპეციალისტი გააკრიტიკა და მას პატარა კაცი უწოდა:

„ვინ არის მოურინიო, რომ საკუთარ თავს უფლება მისცეს გადაწყვიტოს, რა შეუძლია და რა არა ვინისიუსს? მოურინიოს ნათქვამში არის უპირატესობის განცდა და თეთრკანიანთა ნარცისიზმი. უპირატესობის ეს განცდა, რომელიც ზოგიერთ თეთრკანიან ადამიანს აქვს, ხელს უშლის მათ, თავი მსხვერპლის ადგილას წარმოიდგინონ. ცოტა მეტი თავმდაბლობაა საჭირო.

როგორ შეიძლება მოურინიო არ გაითვალისწინოს ფეხბურთელების ნათქვამი? ვინისიუსი და მბაპე გიჟები არიან? შავკანიანები პარანოიკები არიან და ისტორიებს იგონებენ? მოურინიოს სიტყვები ნიშნავს, რომ ის მომხდარში პასუხისმგებლობას ვინისიუსს აკისრებს და ყველაფერს მისი პროვოცირებული ჰგონია. ის პატარა ადამიანია. მოურინიო რასისტულ ქმედებებს არ აანალიზებს როგორც ადამიანი, არამედ როგორც უბრალოდ თეთრკანიანი კაცი“, - თქვა ტურამმა.

მოურინიომ ვინისიუსთან დაკავშირებით აღნიშნა: „გოლი სხვანაირად უნდა აღენიშნა და 60 000 ადამიანი არ უნდა გაებრაზებინა. თუ მსგავსი რამ ყოველთვის ერთ ფეხბურთელთან დაკავშირებით სხვადასხვა სტადიონზე ხდება, გამოდის, რომ რაღაც რიგზე არაა“.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი „ბენფიკას“ ფეხბურთელ ჯანლუკა პრესტიანის რასისტულ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092737