„ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის მთავარი მსაჯი ფედერიკო ლა პენა ადგილობრივმა სამსაჯო კომიტეტმა დასაჯა.
ლა პენა სერია A-ს უახლოეს ტურში ვერცერთ შეხვედრას მოემსახურება. არაა გამორიცხული, რომ სასჯელი უფრო მკაცრი გახდეს და არბიტრმა მომდევნო ტურიც გამოტოვოს, ეს ჯერჯერობით, არ დადასტურებულა.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო ლა პენამ „დერბი დ’იტალიაში“ ტურინელთა მცველი პიერ კალულუ გააძევა, რომელსაც წითელი ბარათი (ორი ყვითელი ბარათით) შეცდომით უჩვენა, „ინტერის“ ფეხბურთელ ალესანდრო ბასტონის მხრიდან სიმულაციის გამო.
მომენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბასტონის საჯაროდ ბოდიშის მოხდაც მოუწია. თუმცა, ის არ დაუსჯიათ, ისევე, როგორც არ გაუქმდა კალულუს წითელი ბარათი და მომდევნო მატჩს „კომოსთან“ ფრანგი ფეხბურთელიც გამოტოვებს. რეგლამენტით ორი ყვითელი ბარათის გაუქმება აკრძალულია, კალულუს ავტომატური დისკვალიფიკაციაც ძალაში დარჩა.
VAR-ი მომენტში ვერ ჩაერია, რადგან რეგლამენტით ვიდეორეფერის გამოყენება ყვითელ ბარათზე იკრძალება.







