ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე პლეი-ოფის მატჩების ნაწილი გაიმართა.
ევროპა ლიგაზე ოთხივე თამაშში სტუმრებმა გაიმარჯვეს. „ბოლონიამ“ ნორვეგიაში „ბრანს“ აჯობა (1:0), „ნოტინგემ ფორესტმა“ სტამბოლში „ფენერბაჰჩე“ 3:0 დაამარცხა. ვიგოს „სელტამ“ სალონიკში, „პაოკთან“ 2:1 მოიგო, ხოლო „გენკმა“ ზაგრების „დინამოს“ მისსავე მოედანზე სძლია - 3:1. ამრიგად, მათ მერვედფინალისკენ ნაბიჯი გადადგეს.
კონფერენს ლიგაზე ერთმა სტუმარმა მოიგო: პოზნანის „ლეხმა“ ფინურ „კუპსს“ 2:0 მოუგო და დიდი ნაბიჯი გადადგა მომდევნო ეტაპისკენ. „სიგმა“ – „ლოზანა“ და „ჟრინსკი“ – „კრისტალ პალასი“ დაზავდნენ (ორივე მატჩი 1:1 დასრულდა). „ლოზანაში“ არ უთამაშია გაბრიელ სიგუას. ევროთასებზე დღეს ამ დროისთვის დასრულებული 8 მატჩიდან ერთადერთმა მასპინძელმა მოიგო და ეს მასპინძელი სომხური „ნოაა“, რომელმაც ნიდერლანდურ „ალკმაარს“ 1:0 აჯობა და უპირატესობა მოიპოვა.
ყველა ხსენებულ დაპირისპირებაში საპასუხო მატჩები ერთ კვირაში გაიმართება.







