საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებმა 19 თებერვალს საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო.
ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა შეკრებაზე 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
საბერძნეთთან მატჩისთვის ქალთა ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასას მოედანზე მოემზადება.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C4 ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრა საბერძნეთსა და საქართველოს შორის 3 მარტს, ჰერაკლიონში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (კოლხეთი ხობი)
დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ხოლონი, ისრაელი), ნატა კვირკვაია (ვერა, თბილისი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), ნათელა წოწერია (ბათუმი), ანი აკობიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), ნათია ჯოჯუა (დინამო სოხუმი), ნინი ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი)







