წყალბურთში ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე სეზონი განაახლეს.
კონფერენს თასზე „დინამო თბილისი“ იტალიურ „პოზილიპოსთან“ სტუმრად 8:13 დამარცხდა. საუკეთესო საბა ტყეშელაშვილი იყო 4 გოლით. „დინამოს“ ევროტურნირებზე ბოლო 24 მატჩი წაგებული აქვს. „დინამო თბილისი“ მომდევნო მატჩს 21 თებერვალს, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ გამართავს.
„დინამოს“ გარდა, D ჯგუფში არიან „პოზილიპო“, „მატარო“, „ცრვენა ზვეზდა“ და „სეტე“. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გავა.
C ჯგუფში ითამაშა „აპოლომ“, რომელიც უნგრულ „ჰონვედთან“ პენალტებში დამარცხდა. ძირითადი დრო 14:14 დასრულდა, პენალტებში უნგრელები უფრო ზუსტი იყვნენ - 6:4.
სრდან ვუკშანოვიჩმა, იოვან სარიჩმა, დიმიტრი ალექსეევმა და დენის ვარგამ 3-3 გოლი გაუტანეს მეტოქეს. „აპოლო“ მომდევნო მატჩს 20 თებერვალს, „პრომორიესთან“ გამართავს.
ჯგუფში „აპოლოს“ გარდა, გამოდიან „ჰონვედი“, „პრიმორიე“, „დე აკერი“ და „მონპელიე“.







