სხვა

2:00 | 20.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიადაზე მე-9 ადგილი დაიკავა

ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში იასპარეზა და გამოსვლა მეცხრე ადგილზე დაასრულა.

ტექნიკურ ელემენტებში ანასტასიამ 71.39 ქულა მიიღო, ხოლო პროგრამულ კომპონენტებში - 66.83. შედეგად, თავისუფალ პროგრამაში 138.22 ქულა დაიმსაახურა, ვინაიდან მანამდე მოკლე პროგრამაში 71.77 ქულა ჰქონდა, ოლიმპიადა საბოლოო ჯამში 209.99 ქულით და მეცხრე ადგილზე დაასრულა.

გუბანოვა მოკლე პროგრამაში მეექვსე იყო, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ მე-11 შედეგი აჩვენა, ამიტომაც, საბოლოო შედეგი მხოლოდ მეცხრე პოზიცია გამოდგა, რაც გოგონებში ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის მაინც საუკეთესო შედეგია. გუბანოვა მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს ბოლო წარმომადგენელი იყო.

ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკელი ალისა ლიუ გახდა, ვერცხლი და ბრინჯაო იაპონელებმა, შესაბამისად, კაორი საკამოტომ და ამი ნაკაიმ მოიპოვეს.

1. ალისა ლიუ (აშშ) – 226.79 ქულა

2. კაორი საკამოტო (იაპონია) – 224.90

3. ამი ნაკაი (იაპონია) – 219.16

...9. ანასტასია გუბანოვა (საქართველო) – 209.99

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე 8 სპორტსმენით იასპარეზა და ისტორიაში პირველი მედალიც მოიპოვა: ფიგურულ ციგურაობაში, წყვილებში ვერცხლის მედალს ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა დაეუფლნენ, რითაც ქართული სპორტის ისტორია დაწერეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092166