სხვა

2:15 | 20.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გუბანოვა: "კმაყოფილი ვარ და საკუთარი თავით ვამაყობ"

ანასტასია გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კმაყოფილია ნაჩვენები შედეგით და ბედნიერია, რომ კარგად ასპარეზობა მოახერხა.

„ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს და ძალიან მიხარია, რომ წარმატებას მივაღწიე და ორი კარგი შესრულება ვაჩვენე. ორივე საღამოს ძალიან ვიყავი კონცენტრირებული ჩემს პროგრამებზე. როდესაც დავასრულე, ვფიქრობდი, როგორ მოვახერხე ამ ყველაფრის გაკეთება და ასე კარგად გამოსვლა. ძალიან ვამაყობ საკუთარი თავით. ამდენი ხნის განმავლობაში აქ ყოფნით. ძალიან დაღლილი ვარ. გუნდური ღონისძიების დროს თავს უკეთ ვგრძნობდი.

რაც შეეხება ჩემს მომავლის გეგმებს, ახლა მინდა სწავლაზე გავამახვილო ყურადღება. სპორტულ უნივერსიტეტში ვსწავლობ, რომ მწვრთნელი გავხდე. შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიასპარეზებ. რა მოხდება შემდეგ, ჯერ ვერ ვიტყვი“, - თქვა გუბანოვამ.

ანასტასია გუბანოვამ 209.99 ქულით გამოსვლა მეცხრე ადგილზე დაასრულა, რაც გოგონებში საქართველოს საუკეთესო შედეგია ოლიმპიადაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე 8 სპორტსმენით იასპარეზა და ისტორიაში პირველი მედალიც მოიპოვა: ფიგურულ ციგურაობაში, წყვილებში ვერცხლის მედალს ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა დაეუფლნენ, რითაც ქართული სპორტის ისტორია დაწერეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097161