ფეხბურთი

2:22 | 20.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგა: მორჩილაძე გააძევეს, "რიეკამ" მოიგო, "ფიორენტინამ" ყველაფერი გადაწყვიტა

კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში თორნიკე მორჩილაძის „რიეკამ“ სტუმრად ნიქოზიის „ომონია“ 1:0 დაამარცხა, ხოლო ქართველი ფეხბურთელი გააძევეს.

მორჩილაძე თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო: 5 წუთში პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, 89-ე წუთზე მეორე და მოედანი დაატოვებინეს. უნდა, ითქვას, რომ გაძევებამდე სამი წუთით ადრე თორნიკემ თავისი გუნდის საგოლე შეტევა წამოიწყო და პრეასისტი მიითვალა. ის „რიეკას“ იანვარში შეუერთდა და ჯერჯერობით, 5 უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული.

კონფერენს ლიგაზე დღის სესიის მეორე ნაწილში კიდევ სამი მატჩი იყო და ყველა სუტმრებმა მოიგეს: „ცელიემ“ გასვლაზე „დრიტას“ 3:2 აჯობა, „სამსუნსპორმა“ „შკენდია“ 1:0 დაამარცხა, ხოლო „ფიორენტინამ“ პოლონეთში „იაგელონიას“ 3:0 მოუგო.

გარდა ამისა, ევროპა ლიგაზეც გაიმართა მატჩები: გლაზგოს „სელტიკი“ შინ „შტუტგარტთან“ 1:4 განადგურდა და აქ ყველაფერი პრაქტიკულად გადაწყდა. „ლილი“ შინ „ცრვენა ზვეზდასთან“ 0:1 დამარცხდა. „ლუდოგორეცმა“ საკუთარ მოედანზე „ფერენცვაროშთან“ 2:1 გაიმარჯვა, ხოლო „პანათინაიკოსი“ და „პლზენი“ ათენში დაზავდნენ - 2:2.

საპასუხო მატჩები ერთ კვირაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167062